19 მაისი 2024,   04:34
ვრცლად
დევრიშაძის სკანდალი-ირაკლი სესიაშვილი განმარტებებს აკეთებს

დევრიშაძის სკანდალი - მივლინებიდან დაბრუნებულ ირაკლი სესიაშვილს განმარტებების გაკეთება ჯაშუშობაში ბრალდებული პირის მიერ თავდაცვისა და შს სამინისტროებში მოგებული ტენდერების შესახებ მოუწია.

თავდაცვისა  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს უსიამოვნო ფაქტია და ის უცხოელ სპეციალისტებთან გადის კონსულტაციებს თუ როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთის მხრივ არ დაზარალდნენ კომპანიები და მეორე მხრივ საეჭვო რეპუტაციის  მქონე კომპანიებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ასეთი ტენდერები მოიგონ.

„ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გამოვნახოთ ის ფორმა, რომელიც დაემყარება საერთაშორისო პრაქტიკას, რომ თავიდან ავიცილოთ მათშორის თუნდაც არასაიდუმლო შესყიდვების დროს არასანდო ან არასაიმედო მომწოდებლების ჩართვა სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერებში,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები