16 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
"ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური დამატებით ფისკალურ საფრთხეებს უქმნის ქვეყანას" - სპეციალისტები სვანეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ 

სტიქია სოფელ ჭუბერში - გეოლოგები, რომლებიც ღვარცოფულ პროცესებს სწავლობენ პირდაპირ მიანიშნებენ, რომ მდინარე ნენსკრა და მისი ხეობა პრობლემური და სარისკო ადგილია.

სპეციალისტების აზრით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სტიქიის ხელშემწყობი ერთ-ერთი მიზეზი იყო. მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე 10-მდე მეწყერსაშიში ზონაა, რისი გააქტიურებაც ადგილზე სამშენებლო სამუშაოების შემდეგ დაიწყო.

იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა გეგმის მიხედვით გაგრძელდა, რაც ტყის მასივის მოჭრასაც გულისხმობს, სპეციალისტები კატასტროფულ შედეგებს პროგნოზირებენ.

ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური დამატებით ფისკალურ საფრთხეებს უქმნის ქვეყანას.

გარემოსდამცველების მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მათი განცხადებით, სტიქიის მიზეზი მხოლოდ ძლიერი ნალექი გახდა.

„გაზაფხულზე გაზრდილი ნალექიანობა ხელს უწყობს მეწყრული პროცესების ტრიგედირებას და დამატებით კომპონენტად, საშიშრებად დაემატება ჰიდროელექტროსადგური და ეს ყველაფერი კომპლექტში შექმნის მოსახლეობისთვის პრობლემას,“-განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები