23 დეკემბერი 2024,   06:46
ვრცლად
500-ლარიანი ჯარიმა დაკავების ნაცვლად - პოლიციამ ე.წ. ძებნილი, რომელიც სარალიძის აქციაზე აიყვანეს, მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე დააჯარიმა

ახალი ექსკლუზიური დეტალები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოწყობილი პროვოკაციის შესახებ. „კურიერს“ ხელში ჩაუვარდა საჯარიმო ქვითარი, რომელიც პოლიციამ ბესლან ლორსანოვს გამოუწერა. სწორედ ლორსანოვია ადამიანი, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე, კარავში პროვოკაციისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი იყო. დღეს ირკვევა, რომ სწორედ პოლიციამ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ეგრეთ წოდებულ ძებნილს 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. ის  წითელ ხიდთან დაუმორჩილებლობისათვის დაჯარიმდა. ლორსანოვი მაშინ სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ იმის მიუხედავად, რომ მას ყაზახეთი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა. ლორსანოვი პოლიციამ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც ის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე მივიდა, მაშინ შს სამინისტრომ ამტკიცებდა, რომ ლორსანოვს 7 წელია ეძებენ და ის განსაკუთრებით საშიში დამნაშავეა. თემირლან მაჩალიკშვილის მამას ეჭვი აქვს, რომ ლორსანოვი სუს-ის აგენტი იყო და აქციაზე პროვოკაციის მიზნით შეაგზავნეს, შემდეგ კი დააკავეს.

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ბესლან ლორსანოვი აქციაზე მისვლამდე მას კონსპირაციულ ბინაში გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთავაზობდა. მთავარი მომლაპარაკებელი სხვა პირი, სირიაში ნამყოფი ვინმე მუჰამედი იყო, მაჩალიკაშვილი მას კანდელაკის ქუჩაზე მდებარე რესტორან შაფრანში შეხვდა, თუმცა მოგვიანებით პანკისის ხეობის მკვიდრი ბესლან ლორსანოვის გამოჩენამ დააეჭვა. მალხაზ მაჩალიკაშილი ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ ბესლან ლორსანოვის დახმარებით პროვოკაციას გეგმავდნენ და კონსპირაციულ ბინაში ან მის დაკავებას, ან ლიკვიდაციას აპირებდნენ.

დღის ამბები