26 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
"პროკურორი ექვემდებარება კონსტიტუციას და კანონს, მიუხედავად საზოგადოებრივი ინტერესებისა," - შალვა თადუმაძე

მთავარი პროკურორობის კანდიდატი სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საკუთარ ხედვას საპროკურორო საბჭოს წევრებს ორი საათის განმავლობაში აცნობდა. თადუმაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის წინაშე დღეს ორი უმთავრესი გამოწვევა დგას - საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი. მთავარი პროკურორობის კანდიდატი აცხადებს, რომ ხშირად საგამოძიებო უწყება პოლიტიკური დარტყმის ობიექტია. მას შეკითხვები გახმაურებული საქმეების შესახებ დაუსვეს, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე, თუმცა თადუმაძემ საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ მოზარდების სასტიკი მკვლელობის საქმეზე ის დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს და განცხადებას ვერ გააკეთებდა. სწორედ ეს მკვლელობა და მის ირგვლივ დაწყებული გამოძიება გახდა საზოგადოებრივი პროტესტის მიზეზი, რის გამო ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა.

"სამწუხაროდ პროკურატურა უკანასკნელი წლების მანძილზე ხშირია რომ არის პოლიტიკური დარტყმის ობიექტი და ეს პოლიტიკური დარტყმის ობიექტი არის იმიტომ, რომ სტანდარტების გაყოფა არ ხდება და პროკურორის მინუსად ითვლება თუ საქმე წააგო. მე მიმაჩნია რომ წაგებული საქმე არ არის პროკურატურის პასუხისმგებლობა. პროკურორი ექვემდებარება კონსტიტუციას და კანონს, მიუხედავად საზოგადოებრივი ინტერესებისა,"-აცხადებს შალვა თადუმაძე. 

დღის ამბები