24 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ნატოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

მაპი და მკაცრი მითითებები რუსეთს - ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პირობად კლავ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ასახელებს. ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

ნატოს გენერალურ მდივანს უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა.

„საუბარი გვქონდა იმ შინაარსზე, რითაც დატვრითული იქნება ჩვენი გამოსვლები გენერალურ მდივანთან. მადლობა ბატონო იან, რომ ამხელა ძალისხმევა გასწიეთ. ის მნიშვნელოვანი შეხვედრები რომელიც გვექნება დღეს, სადაც იქნება საუბრები მსოფლიო ლიდერებთან საქართველოსა და უკრაინაში სტაბილურობაზე.

"საქართველო ერთგულად დებს თავის კონტრიბუციას იმ საქმეში, რასაც ნატოს სამსახური ჰქვია, ჩვენ ერთგული ვართ იმ პირობების, რომელიც გავეცით და განვიხილავთ ჩვენს მოკავშირეებთან ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვაახლოვებს ნატოსთან, ეს იქნება საბოლოო მიზანი იმისა, რომ ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი. გარდა ამისა, ის, რაც დაგეგმილი იყო აქამდე, ეს იყო ის კომუნიკაცია და ურთიერთობები რომელიც დაკავშირებული იყო კიბერუსაფრთხოებასთან. ჩვენ ერთგულად მივყვებოდით და შევასრულეთ ჩვენი პირობა,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრამდე კი იენს სტოლტენებერგმა გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკება გამართა. დღეს ალიანსმა საქართველოსა და უკრაინის შესახებ ერთობლივი დოკუმენტი უნდა მიიღოს. სამიტის გუშინდელ კომუნიკეში რუსეთის მიმართ მკაცრი მოწოდებები გუშინ ჩაიწერა: ნატო ოფიციალურ მოსკოვს სთხოვს გაიყვანოს რუსული ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და გააუქმოს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარება.

დღის ამბები