პოლიტიკური აქტივობა დავასრულე - ეს განცხადება, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოველში იმყოფებოდა. მან კითხვაზე გააგრძელებს თუ არა საჯარო აქტივობას განაცხადა: - "საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი“.
პრემიერობის თანამდებობის და პოლიტსაბჭოს დატოვების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან პირველად გამოჩნდა.
ექსპრემიერმა ახალი სამთავრობო გუნდის და პრემიერის შეფასებისგან თავი შეიკავა.