27 აპრილი 2024,   06:21
ვრცლად
"ძალა ერთობაშია!" - გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტობის საერთო კანდიდატს დღეს დაასახელებს

საღამოს 09:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია პირველ საერთო პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს და პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს წარადგენს.

„კურიერის“ ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 პოლიტიკური პარტიის სახელით გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.

"ძალა ერთობაშია!" - ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ბრძოლა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი.

„ჩვენი კანდიდატის მთავარი კონკურენტი ბუნებრივია იქნება, ხელისუფლების მთავარი კანდიდატი. ჩვენ ვერ დაველოდებით „ქართულ ოცნებას“ როდის დაასახელებს საკუთარ კანდიდატს, ჩვენ დღეს წარვადგენთ ჩვენს ფავორიტს ეს იქნება პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებების ერთობლივი კანდიდატი 10 ორგანიზაცია წარადგენს ერთდროულად,  

"ეს იქნება ძალიან ღირსეული და რაც მთავარია თავის საქმის უბადლო პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ ჩვენი კანდიდატი მოიპოვებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას და ეს იქნება კანდიდატი, რომელიც დაამარცხებს ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში,“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

საზოგადოებრივ ორგანიზაციაში შემავალი სხვა პარტიების ლიდერების განცხადებით, კანდიდატზე, რომლის ვინაობაც დღის ბოლოს დასახელდება კონსესუსის მიღწევა ადვილი აღმოჩნდა, რადგან ის არის პოლიტიკოსი, რომელიც შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობს და საკუთარი საქმის პროფესიონალია. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები