16 ოქტომბერი 2018,   21:41
ვრცლად
NATO ყოველთვის ამბობს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი - ჯეიმს აპატურაი

„ჩვენთვის დიდი ხანია, ცნობილია რუსეთის პოზიცია, მაგრამ ამის მიუხედავად, NATO ყოველთვის ამბობს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და რომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ თვითონ მივიღებთ,“ - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, განცხადა.

ის რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია „უკიდურესად უარყოფითი იქნება". 

აპატურაის თქმით, ალიანსი კვლავ აგრძელებს იმის დაფიქსირებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.

„არც ჩვენი და არც საქართველოს ინტერესშია, იყოს ორი ძალის შუაში მოქცეული. მინდა, რომ დაკმაყოფილდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და საქართველოს ამბიცია. ეს უნდა მოხდეს პოლიტიკურ კონტექსტში,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები