19 დეკემბერი 2024,   11:49
ვრცლად
"რა თქმა უნდა სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არ არის“ - მეზვრიშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე საუბრობს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი განმარტებებს აკეთებს.

მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სხვა პირებიც დააკავონ.

თუმცა კითხვაზე; იგეგმება თუ არა მიხეილ კალანდიას დაკავება - შს მინისტრის მოადგილე კომენტარს არ აკეთებს. მეზვრიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველები საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად იმოქმედებენ. 

„გამოძიება გრძელდება ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არცერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას დძ ამის ნათელი დასტურია გუშინდელი დაკავების ფაქტი. კონკრეტულად მე ვერ გეტყვით რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს გამოძიება, თუმცა მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება, როგორც კი შეგვექმნა  საკმარისი სტანდარტი იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით

გუშინ შესაბამისი პირი დაგვეკავებინა ჩვენ ეს გავაკეთეთ. თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არ არის,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

51-ე სკოლის მოსწავლე პოლიციამ გუშინ დააკავა და მისი დაკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე გრძელდებოდა. გამოძიება მას ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ, ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

გამოძიებაში მიცემული დაკითხვისას დაკავებული მოზარდების მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას მონაწილეობაზე საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მან ეს ფაქტი უარყო.

დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ბრალის წარდგენის პროცედურა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

დღის ამბები