26 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
დაუცველი ტურისტები მთებში - ვერტმფრენის არქონის გამო მაშველები ტურისტებს ვერ ეხმარებიან

რუსი ტურისტი მყინვარწვერზე სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. გაოცებას ვერც ექიმები მალავენ, მათ ასეთი რამ არ ახსოვთ. ვლადისლავ პოპოვი მყინვარწვერის დასალაშქრად ადიოდა. მას  მწვერვალამდე 10 მეტრი აშორებდა, როდესაც მეხი დაეცა. რუსეთის მოქალაქემ დახმარება მეტეოცენტრის მაშველებს სთხოვა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ის კარავში იწვა და კლინიკაში ვერ გადაიყვანეს. სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი დაშავებულ ტურისტამდე ვერ მივიდა. დაზარალებული რუსი ტურისტი, მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მხოლოდ მას შემდეგ მოათავსეს, რაც კერძო კომპანიის ვერტმფრენი დაიქირავეს და ამ მომსახურებაში  8000 ლარი გადაიხადეს.

მსგავსი შემთხვევა, როდესაც სამაშველო სამსახურმა ტურისტების დახმარება ვერ შეძლო რამდენიმე დღის წინაც მოხდა. უკრაინელი ტურისტებიდან ორი ხევში ჩავარდა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთი ამოიყვანეს. ხევში დარჩენილი ტურისტის მეუღლე უკვე მეხუთე დღეა დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. პრობლემა სამაშველო ვერტმფრენია, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ გააჩნია.

უკრაინელი ევგენი ალექსანდროვას სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თეთნულდზე სავარაუდოდ ტურისტის გაუჩინარებიდან მეექვსე დღეს, ხვალ დილიდან განახლდება. საგანგებო სიტუაციების სამსახური ტერიტორიაზე ნაქირავებ ვერტმფრენს შეუშვებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები