19 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
ტყიბულში დღეს ​მეშახტეების აქცია განახლდება

ტყიბულში დღეს მეშახტეების აქცია განახლდება. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებული საწარმოების თანამშრომლებიც გეგმავენ.

მეშახტეები გამოძიების დროულად ჩატარებას, ობიექტურ დასკვნას და საქნახშირის ადმინისტრაციაში ახალი კადრების დანიშვნას მათთან შეთანხმებით ითხოვენ.

ისინი მამუკა ბახტაძისგან ოფიციალურ დოკუმენტს ელოდებიან, რომლის მიხედვითაც, ვიდრე შახტში მუშაობა დაიწყება, მეშახტეები სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა საქნახშირის ადმინისტრაციამ გუშინვე დააკმაყოფილა და კომპანიის სამი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ჩვენ ისევ მოვითხოვთ შეგვხვდეს პრემიერ მინისტრი თავის განცხადება ხაზს ვუსვამ მის განცხადებაში ბოლო აბზაცს, სადაც ის აღნიშნავს, რომ ხელფასები ანაზღაურებული იქნება მეშახტეების გამოძიების დასრულებამდე.

ამაზე გვინდა ოფიციალური დოკუმენტი. ამასთანავე ვითხოვთ, გამოძიების დასრულებისთანავე მოხდეს შახტებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა“- ამბობს ტყიბულის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გაგა ისაკაძე.

დღის ამბები