26 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
ბიბილოვის საოკუპაციო რეჟიმმა ასადის რეჟიმთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

სირიის რეჟიმსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ შეთანხმებას ბაშარ ალ ასადმა და ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერეს.

მხარეები საგარეო პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა ანატოლი ბიბილოვსა და ბაშარ ალ ასადს შორის დამასკოში შედგა, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. პრეზიდენტი რამდენიმე დღიანი ვიზიტით ჩავიდა. დამასკომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა.

დღის ამბები