19 მაისი 2024,   03:30
ვრცლად
ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის სამმა მოქალაქემ მიმართა

ქალაქ ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის სამმა მოქალაქემ მიმართა.

ერთ-ერთი მათგანი, გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს ხანძრის ზონიდან.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მოუწოდებს მოქალაქეებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე (ნომერზე +306995779793). საელჩო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ათენის გარეუბანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ძლიერ ცეცხლს 50 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაიწვა ათეულობით საცხოვრებელი სახლი. ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. საბერძნეთის ხელისუფლება მოკავშირე ქვეყნებს დახმარებას სთხოვს.

დღის ამბები