19 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
შეთანხმება არსებობს, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება და მას დავუჭერთ მხარს - გია ვოლსკი

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ისაუბრებს.

„ქართული ოცნების“ წევრები გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ შეიძლება დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი, არ ადასტურებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინოს.

„ასე მოვილაპარაკეთ, ჩვენ შორის შეთანხმება არსებობს, რომ ჩვენი კანდიდატი იქნება და ჩვენ ჩვენს კანდიდატს დავუჭერთ მხარს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „რუსთავი 2-მა“ შეკითხვით ინფრასტრუქტურის მინისტრსაც მიმართა. მაია ცქიტიშვილის თქმით, გუნდში გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდება საჯაროდ ცნობილი კანდიდატის ვინაობა.

„საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა კომენტარები, გუნდში იქნება კონსულტაციები,“- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

დღის ამბები