15 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილის მიმართ ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს მმართველ გუნდში სრულად ეთანხმებიან

კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, აღარ ჰქონდა რესურსი მართვის, ნდობა პარლამენტში და მთავრობაში,- ასე შეაფასა ყოფილი პრემიერის საქმიანობა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გადადგომამდე ის კვირიკაშვილს შეხვდა, მთელმა გუნდმა დაინახა, რომ მას არჩევანი აღარ ჰქონდა და უნდა წასულიყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუნდის ლიდერის შეფასებებს ეთანხმებიან. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა მინისტრებმა არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცენ. მმართველი პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, კვირიკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას, თუმცა ამბობენ, რომ ეს პროკურატურის საქმეა.

„ცოტა სასაცილოა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამას უწოდებს პოლიტიკურ დევნას, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს არის შეკითხვები. ამ შეკითხვებს უნდა უპასუხოს ყველამ ვისაც ეს ეხება, შესაბამისად მე ვფიქრობ,რ ომ ბატონ კვირიკაშვილს არც სხვა ადამიანებს არ ექნებათ იმის შესაძლებლობა რომ ამ კითხვებს არ გასცენ პასუხი. როგორც იცით ამასთან დაკავშირებით, პროცესი დაწყებულია, თავად დაადასტურეს ყოფილმა მინისტრებმა და მისმა კოლეგებმა, რომ ისინი იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე პროკურატურაში,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ეკა ბესელია, ფიქრობს, რომ ივანიშვილი თავის ინტერვიუს დროს ჩვეული გულწრფელობით გამოირჩეოდა და რაც მან თქვა პირველად თქვა საჯაროდ, თორემ არსებულ პრობლემებზე გუნდში და შესაბამის მინისტრებთან მსჯელობა არაერთხელ ყოფილა.

„ბიძინა ივანიშვილმა ჩვეული გულწრფელობით და ღიაობით თქვა, რომ ის ახლა უბრალოდ საუბრობს საჯაროდ, თუმცა ამის თაობაზე ესაუბრებოდა შესაბამის მინისტრებსაც და მთავრობის მეთაურსაც. ჭარბვალიანობისა და ბანკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჰქონდა საუბარი, ისევე როგორც პარლამენტთან ურთიერთობაზე, უფრო მეტად გააქტიურებაზე ამ ტენდენციებისა და ამ ფორმების მეც მსმენია და მეც მქონია საუბარი," -აცხადებს ბესელია.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის დაკითხვას, დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა თვლიან, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი ვალდებულია, მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვებს უპასუხოს.

„ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომ არც კი უნდა მოხდეს იმის დაშვება," ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, რომ პირადი ინტერესის გამო შეიძლება მოხდეს პოლიტიკის გამოყენება ან მოხდეს გარკვეული კორუფციული გარიგებები. ჩემი აზრით ამის დაშვება ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყანა გამოსულია კორუფციული რისკებიდან და გვახსოვს ყველას რას ნიშნავს ეს ყველაფერი,“- აცხადებს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები