15 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ივანიშვილმა იცის, რომ ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს მისი საბანკო მმართველობის, მევახშეური პოლიტიკის დასრულება - მიხეილ სააკაშვილი

„ივანიშვილი ახლა არის კუთხეში. ის გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით, თუ რა სიგნალებს მიიღებს ის პატრონისგან, რომელმაც თავის დროზე გამოაგზავნა საქართველოში, პუტინისგან,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს, რომ წარმატებული არ იყოს ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე.

„ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მთავარი არ გავიდეს, ერთიანი ოპოზიციის - "ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი ვაშაძე. ამისთვის ნებისმიერ ხრიკებს მიმართავს. მან იცის, რომ ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს მისი საბანკო მმართველობის, მევახშეური პოლიტიკის დასრულებას. ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს, საქართველოს დაბრუნებას წარმატებული ქვეყნების რიცხვში, ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს, რომ მოდის ხალხი, რომელიც არ გაიყიდა, რომელსაც ის ვერ დააბოლებს, ვერც იყიდის, ვერც მანიპულაციებს მოახდენს. ამიტომ, მან იცის, რომ თვითონ არის ძალიან არაპოპულარული, მისთვის მთავარია, რომ ის ხალხი არ დაბრუნდეს, ვინც თავის დროზე საქართველო ააღორძინა, ის ხალხი არ მოვიდეს ხელისუფლებაში, ვინც იცის, როგორ აქციოს საქართველო წარმატებულ ქვეყანად, თუ საქართველო წარმატებულია, თუ საქართველო გამდიდრდა, თუ ქართველმა ოჯახებმა შვებით ამოისუნთქეს, მაშინ ივანიშვილს რა პერსპექტივა აქვს საქართველოში,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები