„მას არ სურს, ტყვიას დაუდგეს პოლიტიკურად პირდაპირ მიზანში,“- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ დასახელებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილზე განაცხადა.
შალვა ნათელაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც პირველი არხის ეთერში არ გამორიცხა, რომ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი საერთოდ არ დაასახელოს.
„ის აპირებს, ჩააცხროს მომეტებული უარყოფითი მუხტი საზოგადოებაში იმ გზით, რომ ან არ დააყენოს თავისი პოლიტიკური ძალიდან საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა, ან მხარი დაუჭიროს, მისი აზრით, ნეიტრალურს ან ჩუმად იმუშაოს რომელიმე სატელიტის გაყვანაზე. მას არ სურს ტყვიას დაუდგეს პოლიტიკურად პირდაპირ მიზანში იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამარცხვინო მდინარაძე/თალაკვაძე/ბესელიას უმრავლესობა და შესაბამისად, სამთავრობო კონტროლი ქვეყნის მთელ სისტემებზე. ჩვენ მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.