19 მაისი 2024,   00:02
ვრცლად
რა ფორმით თანამშრომლობდა სუს-ი აჰმედ ჩატაევთან - რამაზ მარგოშვილი დაკითხვაზე ახალ დეტალებს გაასაჯაროვებს

რა ფორმით თანამშრომლობდა სუს-ი აჰმედ ჩატაევთან, სად ხვდებოდნენ მას სპეცსამსახურების წარმომადგენლები და რამდენად ხშირი იყო კომუნიკაცია - სკანდალურ საქმეზე ტერორიზმში ბრალდებული რამაზ მარგოშვილი ისაუბრებს. მისი დაკითხვა ციხეში დღესაც გაგრძელდება. ამ დაკითხვების აუცილებლობა კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა მარგოშვილის ჩვენების შესახებ, სადაც ის სპეცოპერაციამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აჰმედ ჩატაევის საიდუმლო თანამშრომლობაზე საუბრობს. ბრალდებული გეგმავს დღეს კონკრეტული მაღალჩინოსნების ვინაობა დაასახელოს.

დღის ამბები