18 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისია დღეს კიდევ სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს

ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისია დღეს 3 არასრულწლოვანს გამოკითხავს. სამივე მათგანი საქმის მთავარი ფიგურანტების მეგობრები არიან. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც წინასწარი გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულან. ეს არიან მოზარდები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ სისხლიანი გარჩევის ადგილზე. მათი ჩვენებები მნიშვნელოვანი იქნება რიგი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. ეს არასრულწლოვნები შესაძლებელია ფლობდნენ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გამოძიებას წაადგება.

„ინფორმაციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ გარკვეულად მივიღებთ სურათს, რომელიც უფრო მეტ ნათელს მოჰფენს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას,“  - განაცხადა- ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქვიტიშვილი კი აცხადებს, რომ სამი ახალგაზრდას გამოკითხვა, საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებს გახდის ცნობილს.

„ზოგადად საქმესთან დაკავშირებით, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, ფარდულთან ფარდულის მიმდებარე ტერიტორიაზე ვინ იმყოფებოდნენ და რა ხდებოდა, ესეთ დეტალურ ინფორმაციებს, რომელიც ერთი შეხედვით იყო ნაკლებად მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში ამ დეტალებმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოგვცეს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქვიტიშვილმა.

დღის ამბები