19 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
სვანეთში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა

სვანეთში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება. რამდენიმე პაციენტი სოფელ ჯვარის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

ჭუბერისა და ხაიშის თემში მობილიზებულ ასეულობით სამართალდამცველს ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებული მოსახლეობა უპირისპირდება.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ შეიარაღებულ პოლიციელებს ნენსკრასა და ხაიშის წყლის ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. პერიოდულად ხდება შეტაკებებიც. მოსახლეობამ პოლიციელებს რამდენჯერმე ქვები დაუშინა.

სვანეთში სპეცოპერაციის მიზანი უკანონო სახერხებისა და ხე-ტყის მართლსაწინააღმდეგო მოპოვების გამოვლენაა. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები