19 დეკემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ინციდენტი ადიგენში - "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატი, "ოცნების" აქტივისტებს მის ცემაში ადანაშაულებს

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარ დეპუტატს ადიგენში, ზურაბ შაინიძეს სცემეს. შანიძის ინფორმაციით, მას ფიზიკურად "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაუსწორდნენ. ზურაბ შანიძის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სტადიონზე დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველება სცადა. ამის შემდეგ დეპუტატის განცხადებით, ადგილზე მმართველი გუნდის რამდენიმე ათეული, ხელკეტებითა და ჯოხებით შეიარაღებული მხარდამჭერი მივიდა და სცემეს. დაზარალებულ დეპუტატს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ამ წუთებში ადიგენის პოლიციაში კონფლიქტის მონაწილეთა დაკითხვა მიმდინარეობს. 

დღის ამბები