ადიგენში ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ევროპული საქართველოს“ წევრს, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ შანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარტიაში ამტკიცებენ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა და ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ. "ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ შაინიძე
ხელკეტებით და ჯოხებით არის ნაცემი.
დეპუტატის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ადრეც მომხდარა.
გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. კონფლიქტში მონაწილე მხარეები პოლიციამ უკვე გამოკითხა.
„სიმართლე არ უნდა დაიკარგოს. ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები ყველა არის დაკავშირებული მაგ პრობლემებთან, რადგან ჩვენ არ ვართ „ქართული ოცნების“ წევრები. თუ ამას დროულად არ მიექცევა ყურადღება და არ გამოსწორდება მდგომარეობა, არავინ არის დაზღვეული, რომ შეეწიროს ამ დაპირისპირებას,“-განაცხადა ზურაბ შანიძემ.