19 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა

ხანძარი თბილისში - მარჯანიშვილის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მესამე სართულზე გაჩნდა, დამწვარია საოჯახო ნივთები და 40 კვ. მ. ფართობი.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

დღის ამბები