22 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
თუ მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მან შეიძლება ხმები წაართვას „ქართულ ოცნებას“ - თურმანიძე NDI-ის კვლევაზე

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე  NDI საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევას აქვეყნებს.

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკურ პარტიებზე და საპრეზიდენტო კანდიდატებზე - NDI-მ ამომრჩევლის განწყობა, პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გამოიკითხა.

ბოლო მონაცემებით, არჩევნებამდე მხოლოდ 3 თვით ადრე - წინა კვლევის შემდეგ, რადიკალურად არ შეცვლილა, თუმცა ამჯერად რეკორდულად მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა.

"კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" პრეზიდენტი კობა თურმანიძე აცხადებს, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი კენჭს იყრის, ის ხმებს არა ოპოზიციის კანდიდატს, არამედ, მმართველი გუნდის კანდიდატს წაართმევს.

„კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ ხალხი ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს, როგორც მძიმეს. სამუშაო ადგილები ისევ რჩება პრობლემად და ასევე სხვა სოციალური პრობლემები, იმ სცენარით, როგორც ეს გამოკითხვა ჩავატარეთ გამოდის, რომ პრეზიდენტს გარკვეული მხარდაჭერა ექნება თუ ის მიიღებს მონაწილეობას და  შეიძლება მან ხმები წაართვას „ქართულ ოცნებას“ ვიდრე სხვა პარტიებს“-აცხადებს თურმანიძე.

დღის ამბები