19 მაისი 2024,   07:13
ვრცლად
„მე რომ ვიყო "ქართული ოცნების" მთავრობის წევრი, ძალიან შეშინებული ვიქნებოდი," - გრიგოლ ვაშაძე

კახეთის რეგიონში მოსახლოებასთნ შეხვედრები გრძელდება. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და სხვა ლიდერები, ამჯერად ყვარლის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივები სასმელი წყლის და გაზის არარსებობას, მძიმე სოციალურ მდგომარეობას, ხელისუფლების სრულ უყურადღებობას უკავშირებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებისთანავე მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდება.

გრიგოლ ვაშაძე კიდევ ერთხელ აფასებს "ქართული ოცნების" მთავრობის უმოქმედობას.

„მე რომ ვიყო "ქართული ოცნების" მთავრობის წევრი, ძალიან შეშინებული ვიქნებოდი, იმ გამეფებული ზიზღისგან, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ამ ეგრეთწოდებული ხელისუფლების მიმართ გრძნობს,“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძე დღეს კახეთში შეხვედრების პირველ ეტაპს დაასრულებს და ხვალ აჭარის რეგიონში გადაინაცვლებს.

დღის ამბები