22 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
"ივანიშვილი მამაცაშვილთან ერთად აპირებს მარიხუანას ექსკლუზივის შექმნას მის სააფთიაქო ქსელში"- მიხეილ სააკაშვილი

მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მარიხუანას მოწევისთვის ახალგაზრდებს ციხეში არ უნდა უშვებდნენ, თუმცა მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც აკონტროლებს ივანიშვილი, ეს გადაწყვეტილება სულ სხვა მიზნით მიიღო.

„ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება უნდა სხვა მიზნისთვის. იმიტომ, რომ როგორც ახლა დადგინდა უტყუარად, მისმა დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა ჩამოიყვანა ორი კვირის წინ კოლორადოს შტატიდან ექსპერტები მარიხუანის თემაზე და ისინი აპირებენ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას და ასობით მილიონის იმაზე გაკეთებას, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდესმოიხმარდეს მარიხუანას და ასევე ეს გადიოდეს უცხოეთში. ჯერ ბერა გამოვიდა სიმღერით ლეგალიზაციაზე და შემდეგ უკვე ივანიშვილი შემოვიდა თავისი ინტერესებით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ნარკოტიკების დიდ მწარმოებლად აქციოს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა არის დროს გაერთიანების. მან იმედი გამოთქვა , რომ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს და ამას ადასტურებს NDI-ის გამოკითხვა.

„ქართული ოცნების რეიტინგი ბოლომდე ჩამოშლილია და ახლა არანაირი ხრიკები არ უშველის ივანიშვილს. საქართველოს სჭირდება გადარჩენა. ეს თემა ნარკოტიკების უნდა იყოს ბოლო მაღვიძარა საათი მათთვის ვისაც ჯერ კიდევ ძინავს და არ აქცევს ყურადღებას. თუ ჩვენ გვყავს შვილები უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები