20 მაისი 2024,   07:38
ვრცლად
ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროები წევრები დაამტკიცა - ენმ პარტიულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები დაამტკიცა. 174 მსურველიდან ცესკომ საბოლოოდ 72 შეარჩია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდა. ოპოზიცია წევრების არჩევის პროცესის გადავადებას ითხოვდა. 

პარტიის წევრების თქმით, კომისიის დაკომპლექტება მხოლოდ ყველა კანდიდატთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად უნდა მოხდეს.

ცოტა ხნის წინ საარჩევნო ადმინისტრაციასთან მორიგი განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. დავით კირთაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიის დროები წევრების შერჩევა არა კვალიფიკაციის არამედ პარტიული ნიშნით და სუს-ის თანხმობით მოხდა.

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად, სრული უმრავლესობა არიან ან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მხარდამჭერები ან სუს-თან დაახლოებული პირები. ზუსტად ამიტომ იყო, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურდა საკითხის გადადება, ზუსტად ამიტომ იყო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ ჩაერთო გასაუბრების პროცესში, რადგან მათი კრიტერიუმი  მხოლოდ იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიაში ყოფნა. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ გურჯაანში თორნიკე წინწელაშვილი, რომელიც არის მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ქართული ოცნების აქტიური წევრია. ასევე შემიძლია გითხრათ, სამტრედიაში ქეთევან შანშიაშვილი, რომელიც ბაღის გამგეა და სუს-თან დაახლოებული პირია. ასევე მარტვილის საოლქო კომისიაში ეკატერინე წოწონავა, რომელიც გამგეობის თანამშრომლის შვილია, რომელიც შტაბში კურირებს საარჩევნო კომისიებს. ზუსტად ეს არის  მზადება არჩევნების გაყალბებისთვის,“ - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, დავით კირთაძემ.

დღის ამბები