19 მაისი 2024,   23:58
ვრცლად
ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო - ლინას ლინკევიჩიუსი

ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას საქართველო - ქართულ ენაზე, ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიდეო-მიმართვას რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.

„10 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ საქართველოს და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა.  ომის ჭრილობების მოშუშება  შეუძლებელია. ძალიან რთულია, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მხარს უჭერს საერთაშორისო, დემოკრატიული საზოგადოება. ლიტველები საქართველოს გვერდით დგანან,“ - ნათქვამია ლინას ლინკევიჩიუსის ვიდეომიმართვაში.

დღის ამბები