12 მაისი 2024,   14:07
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო მარათონში ერთვება.

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მისი თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

„მინდა, გითხრათ ოფიციალურად, რომ მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა სალომე ზურაბაშვილმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ იყო მისი შვილის ქორწილი და მისი მთავარი საფიქრალი იყო, შეძლებდა თუ არა ის ჩართულიყო საარჩევნო მარათონში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის გაერთიანება, მათ შორის, საზოგადოების გაერთიანებაც.

„არ უნდა ვიყოთ ყველაფერზე მუდმივად და ყოველდღიურად დაყოფილი. არ შეიძლება. პატარა ქვეყანა სჭირდება მეტი სოლიდარობა, მთავარ თემებზე გაერთიანება და, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - მტერი. ამაზე ყველამ უნდა ვიმუშაოთ, ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა. მეორე გაერთიანების ასპექტი არის ეს პარტიები. პარტიები საერთოდ დამთავრდა მსოფლიოში, თუ გადავხედავთ და ჩვენ ყველაფერში ვართ ცოტა გვიან,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.    

დღის ამბები