15 ნოემბერი 2024,   10:03
ვრცლად
„ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს,“ - კახა კუკავა

„ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს,“ - ეს განცხადება პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა.  

კახა კუკავა, ზურაბიშვილის იმ განცხადებას აფასებს, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ 10 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომი, სწორედ საქართველომ დაიწყო.

კუკავამ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენა. 

„სალომე ზურაბიშვილის გარდა, ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია იყო ასეთი, რომ სანამ რუსული ტანკები არიან საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ ვწყვეტთ ხელისუფლების კრიტიკას. სამწუხაროა, მაგრამ ეს პირველად არ ხდება სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიაში, თვითონ, მისი ოჯახი 91 წლის ცნობილი მოვლენების დროსაც საუბრობდა რომ გამსახურდია აფხაზების და ოსების გენოციდს ახორციელებს და არ სცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს დადანაშაულება რუსეთთან მიმართებაში, საჯაროდ განსაკუთრებით და განსაკუთრებით იმ პირის მხრიდან, ვისაც ქვეყნის პრეზიდენტობა სურს, ამას ემოციურის და მეცნიერულის გარდა, აქვს თავისი პოლიტიკური დატვირთვა, რასაც წესით უნდა აცნობიერებდეს ზურაბიშვილი. ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება, თუ აირჩევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი უარს ამბობს, ნორმალური სახელმწიფოებრიობაზე,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ქართულ მხარეს არ დაუწყია.

„საქართველომ არ დაიწყო ომი, ომი დაწყებულია რუსეთის პოლიტიკის პროვოკაციების გამო. სახელმწიფო ცდილობდა, დააყენოს ის წესები, რომელიც დანარჩენ ჩვენ ტერიტორიებზე ხდებოდა. ამიტომ ახლა თვითონ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია ის, როგორ აფასებს იმას, მაგრამ არც მოსამართლეა და არც უზენაესის სასამართლო სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, შეფასება არ გააკეთა.

დღის ამბები