18 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
სოფლის მერნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხაიშის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ხაიშის მოსახლეობას შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს შექმნილ პრობლემები იყო. 

სამინისტროს წარმომადგენლებმა სახერხი საამქროების მფლობელებსა და მოსახლეობას საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა გააცნეს. ასევე მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტების ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ხაიშის მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება სოფელში ხელისუფლების წევრების ჩასვლას. დაპირებული შეხვედრის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა და კვლავ უცნობია. წყალდიდობისგან დაზარალებული მოსახლეობა, რომელსაც სტიქიიდან რამდენიმე დღეში ხელისუფლების გადაწყვეტილებით სახერხი საამქროებიც დაუხურეს, ამაოდ ელოდებიან კითხვებზე პასუხს.

დღის ამბები