19 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
„ხელისუფლებას არ აქვს სწორი პოლიტიკა და უნარი იმისა, რომ ხალხი დაიცვან ფულის გაუფასურებისაგან,“ - რომან გოცირიძე

„ხელისუფლებას არ აქვს სწორი პოლიტიკა და უნარი იმისა, რომ ხალხი დაიცვან ფულის გაუფასურებისაგან,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

რომან გოცირიძე პრობლემების რეალურ მიზეზად მთავრობის და ეროვნული ბანკის არასწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ასახელებს. 

„ეს იყო მოსალოდნელი და ეს გამოწვეული იყო ეროვნული ბანკის და მთავრობის არასწორი საფინანსო და მონეტარული პოლიტიკით. როდესაც ქვეყანაში არის ტურისტების მოზღვავება, როდესაც იზრდება ექსპორტი, როდესაც ჩვენი თანამემამულეები დიდძალ ფულს რიცხავენ უცხოეთიდან და ამ მომენტში ლარი ეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამაში დამნაშავე არის პირდაპირ მთავრობა და ეროვნული ბანკი. როდესაც ერთი და იგივე მოვლენა მეორდება წლების განმავლობაში, ასე იყო შარშანაც, ასე იყო შარშანწინაც და ყოველ წელიწადს აბრალებენ რაღაც. ხან უცხოურ კრიზისებს, ხან თურქეთს აბრალებენ. რატომ არ მოქმედებს თურქეთის კრიზისი სომხეთზე? ან რატომ არ მოქმედებს აზერბაიჯანზე. ხელისუფლებას არ აქვს სწორი პოლიტიკა და უნარი იმისა, რომ ხალხი დაიცვან ფულის გაუფასურებისაგან,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები