19 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში გამოკვეთილი ხარვეზები - ოპოზიცია ნეპოტიზმზე საუბრობს

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დღეს ცესკო-ს მუშაობა განიხილეს და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში გამოკვეთილ ხარვეზებზე ისაუბრეს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ 70-კაციანი სია წარადგინა, რომელიც მათი მტკიცებით, ცესკომ საოლქო კომისიებში პირადი ინტერესებით დანიშნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ცესკო-მ კომისიების ნეიტრალური წევრები ნეპოტიზმისა და პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით შეარჩია.

ოპოზიციამ უწყებათაშორისი კომისიისგან ცესკო-ს გადაწყვეტილებების გაუქმება და კომისიების ხელახლა დაკომპლექტება მოითხოვა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, უარი მიიღო.

საოლქო კომისიების დაკომპლექტება რომ გაუმჭვირვალე წესით ხდება, ამას ადასტურებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებშიც.

ოპოზიციის ბრალდებებს ცესკო არ იზიარებს, სადაც ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგია და ცესკო-ს დისკრედიტაციას ემსახურება.

მას შემდეგ, რაც უწყებათაშორისმა კომისიამ უარი უთხრა, გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს მოპოვებული მასალები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს გააცნოს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დახარჯული მილიონები ცესკო-ს მიერ ჩატარებული არჩევნების ხარისხს არ შეესაბამება.

7 თვეში ცესკო-ს სამმა ხელმძღვანელმა პირმა ხელფასისა და დანამატის სახით 200 ათასი ლარი მიიღეს. აქედან 71 ათასი ლარი თამარ ჟვანიას ანაზღაურებაა. ენმ-მ ხელფასები და წარმომადგენლობითი ხარჯი დათვალა.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 7 თვის განმავლობაში, ცესკო-ს თანამშრომლებს 23 საერთაშორისო მივლინება ჰქონდათ. რაც საერთო ჯამში, 77 ათასი ლარი დაჯდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები