16 სექტემბერი 2019,   05:10
ვრცლად
გდანსკის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქართველი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას

გდანსკის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქართველი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. სპეციალურად პოლონური კონცერტებისთვის კომპოზიტორმა ოთარ მაღრაძემ ახალი პროგრამა შექმნა. კომპოზიტორმა და  პიანისტმა მუსიკოსთა გუნდი შეკრიბა. "ეთნო მოცარტის" პრემიერა 22 აგვისტოს გაიმართება.

საქსოფონზე კახი ჯაგაშვილი, ხოლო ბას-გიტარაზე გიორგი სამსონაძე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე კი ვალერი ფაილოძე უკრავს, თვითონ კლავიშებზე.

კლასიკური მუსიკის ფესტივალზე, რომელსაც უკვე 12 წლიანი ისტორია აქვს ქართველი მუსიკოსები 22 და 23 აგვისტოს წარდგებიან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სურთ რომ ახალი პროგრამით უკვე საქართველოში იმოგზაურონ.

დღის ამბები