19 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა - სერგეი შამბა

საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა - ამის შესახებ რადიო "Эхо Москвы"-სთვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი შამბამ განაცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ექსპრემიერმა ვრცელ ინტერვიუში წლების წინ საქართველოს ხელისუფლებასთან უშედეგო მოლაპარაკებებსა და 2008 წლის ომზეც ისაუბრა.

ის მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოსთან დიალოგის დაწყებისა და ერთობლივ მომავალზე ფიქრის დროა.

„შეიძლება ითქვას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს ლიდერი ვიყავი, მაგრამ პირველმა დავიწყე საუბარი რომ დროა, რამენაირად დავიწყოთ დიალოგი და ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ეს ჩვენი ბედისწერით არის განპირობებული. მეზობელ ერებს შორის ომი მარტო ჩვენ არ გვქონდა. ოდესღაც ევროპელებიც ეომებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ დგება დრო, როდესაც საჭიროა ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთანაც შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება. ქართველებს მტრებად არ მივიჩნევ. საქართველოში მყავს მეგობრები. დიახ, გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, მაგრამ მეტწილად ის მაინც პოლიტიკური იყო,“- განაცხადა შამბამ.

დღის ამბები