02 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
ქართველი მოჭიდავეები რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით - სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ქართველი მოჭიდავეების რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით გადაღებული ფოტოები ვრცელდება, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძამბოლათ თედეევია გამოსახული.

ქართველი და რუსი მოჭიდავეების ერთად გადაღებული ფოტოები, ინტერნეტში გავრცელდა. ამ ფაქტზე „კურიერთან“ განმარტებები მხოლოდ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთეს.

მათი მტკიცებით, ფოტოს გადაღება მეგობრული ჟესტი იყო და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის განცხადებით, თედეევი მათი მეგობარია და სწორედ ის დაეხმარა ქართულ მხარეს ტატუნაშვილის გადმოსვენებაში.

ჯამბოლატ თედეევი არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის მთავარი მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი. მოჭიდავეები მაიკას ჩაიცვამენ თუ არა არავის საქმე არ არის, რახან რუსია და რუსების წარმომადგენელია, მტერია უკვე? ის ძამბოლათ თედეევი იყო ზუსტად, ტატუნაშვილის გადმოსვენებაში, რომ დაგვეხმარა,“ - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

დღის ამბები