24 დეკემბერი 2024,   07:46
ვრცლად
"ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა... ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია" - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სკანდალურ ფოტოსესიაზე

"ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ, ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცმევენ თუ არა, არავის საქმეა, უკაცრავად,“- ეს განცხადება, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა. გეგა გეგეშიძე ქართველი მოჭიდავეების სკანდალურ ფოტოსესიას გამოეხმაურა.

ეროვნული ნაკრების წევრები ფოტოკამერების წინ რუსეთის დროშის ფერიანი მაისურებით პოზირებდნენ, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თედეევია გამოსახული.

მოჭიდავეების მტკიცებით, ამგვარად მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს დიდი ხნის მეგობარსა და კოლეგას.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით კი სწორედ თედეევი დაეხმარა ქართულ მხარეს ტატუნაშვილის გადმოსვენებაში.

მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ლადო ხინჩაგაშვილის გამოსახულებიანი მაისური, რატომ არ იძახით, რატომ გაცვიათ, ბიჭებოო? მთელი მსოფლიო ჩვენს დროშას რომ აქვეყნებს. ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ, ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა, უკაცრავად. საცოდავი ბიჭი - ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია, მაგან გადაწყვიტა, ეს კაცი რომ ოჯახშია დასაფლავებული, ვინმემ იცით? მტერი რომ გახდა, თურმე, ჩვენი მეგობარი რომ დაგვეხმარა, გაიგეთ ვინმემ?’- განაცხადა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები