23 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც პრემიერი წარადგენს

„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე წარადგენს.

სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კი შალვა კერესელიძე ხდება.

ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი ინიშნება, შიდა ქართლში - ალეკო ხოჯევანიშვილი, იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს კი ბესიკ ამირხანაშვილი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა.

 

 

დღის ამბები