19 დეკემბერი 2024,   10:40
ვრცლად
კახა კუკავა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. „თავისუფალი სქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა.

კუკავას თქმით, ის სხვა ლიბერალი კანდიდატებისგან სრულიად განსხვავებულ ხედვას შესთავაზებს ამომრჩეველს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ არჩევნებზე ქართველ ხალხს ჰქონდეს არჩევანი, არიან კანდიდატები, რომლებმაც თავი წარადგინეს ლიბერალური ძალების წარმომადგენლებად, სააკაშვილისა და ივანიშვილის ყოფილი მინისტრები. ჩვენ გვინდა ქართველ ხალხს ჰქონდეს არჩევანი და შევთავაზებთ ეროვნულ ფასეულობებს,“- განაცხადა კახა კუკავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები