საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ინფექციური დაავადების გავრცელების კუთხით, საქართველო, საფრანგეთი, სერბეთი, უკრაინა, საბერძნეთი და რუსეთი გამოირჩევა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ცნობით, 2018 წლის პირველ ნახევარში ევროპის ქვეყნებში წითელათი ინფიცირების 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით გაცილებით მეტია. დაავადების გამო წელს 37 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ევროპის ქვეყნებს მოსახლეობას დროული ვაქცინაციისაკენ მოუწოდა.