19 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მისალოცად პუტინი ხაჯიმბასა და ბიბილოვს მიიღებს

საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტის პარალელურად, 24 აგვისტოს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას მიიღებს.

შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 10 წლის თავზე გაიმართება.

ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ცხინვალში, აღიარებიდან 10 წლის თავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე გასული წლის ნოემბერში დაპატიჟა, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულ მოწვევაზე უარი განაცხადა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ვლადიმერ პუტინი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა არ იცვლება.

„დაუბარა, რომ ხაზის გაუსვას  რუსეთის პოლიტიკა არ შეცვლილა. რუსეთის პოლიტიკაა, რომ ხაზი გაუსვას ყოველთვის, რომ მას დასავლეთი არ ენაღვლება“- ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, გიორგი რუხაძის განცხადებით, ამ შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ვლადიმერ პუტინმა მიანიშნოს დასავლეთს, რომ მას არ ენაღვლება ვინ ჩავა საქართველოში, რადგან საქართველოს მიმართ მას საკუთარი პოლიტიკა აქვს, რომელსაც არ ცვლის.

დღის ამბები