26 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
ჩეჩნეთში სამართალდამცველებზე თავდასხმების სერიას იძიებენ - ლიკვიდირებულია რამდენიმე მოზარდი

ჩეჩნეთში სამართალდამცველებზე თავდასხმების სერიას იძიებენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმების თითქმის ყველა მონაწილე ლიკვიდირებულია.

ყველა მათგანი მოზარდია, აქედან ყველაზე უფროსი 16 წლის იყო, ყველაზე უმცროსი კი 11 წლისაა. პოლიციელებზე თავდასხმები გროზნოში გუშინ დილის 10 საათიდან დაიწყო და თითქმის ერთდროულად ჩეჩნეთის სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა.

თავდასხმის დროს გამოყენებული იყო დანები, ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები. შედეგად დაშავდა 3 პოლიციელი.

დღის ამბები