22 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
აშშ-ში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, ორეგონის შტატის სანაპიროს მახლობლად, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. 

მიწისქვეშა ბიძგები, ადგილობრივი დროით, 9:31 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბანდონიდან დასავლეთით, 294 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. 

შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის ამბები