21 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
მე თუ ვერ მოვესწრები, მომავალი თაობა მოესწრება. იმათ პასუხი უნდა აგონ - არჩილ ტატუნაშვილის დედა

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან 6 თვის შემდეგ ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

მათ იმედი აქვთ, რომ ევროპული სასამართლო პირველად ვერსიას გაიზიარებს და დაადგენს, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის ოჯახი ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ელოდება.  

„რადგან ეს დოკუმენტაცია იგზავნება სტრასბურგში, იმედი მომეცა სიმართლის დადგენის. მე თუ ვერ მოვესწრები, ჩვენი მომავალი თაობა მოესწრება, დაინახავს როგორ არაადამიანურად აწამეს ჩემი შვილი და პასუხი უნდა აგონ იმათ. აუცილებლად უნდა აგონ, არ უნდა დარჩნენ დაუსჯელები,“ - ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილი.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 22 თებერვალს დაატყვევეს. 23 თებერვალს კი მისი გარდაცვალების შესახებ საოკუპაციო რეჟიმმა ინფორმაცია გაავრცელა და გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. რუსეთში ექსპერტიზაზე გადასვენებული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ოჯახი ერთი თვე ელოდა. სხეულზე მიყენებული დაზიანებების დაფარვის მიუხედავად, საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკი წამებით მოკლეს.

დღის ამბები