22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
"ევროკავშირი და ნატო არ არიან რუსეთის მტრები და ეს რუსეთმა უნდა გაიგოს" - ანგელა მერკელი

„გერმანიას პრინციპულად სურს, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს არამხოლოდ საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და უკრაინასთან, ასევე რუსეთთან,“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანიას სჭირდება რუსული გაზი, რადგან ის სხვა ქვეყნების ენერგოპროდუქტთან შედარებით იაფია. 

რაც შეეხება საქართველოს საკითხს გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობებში, მერკელი ამბობს, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ტერიტორიულ კონფლიქტებს უქმნის, რათა ხელი შეუშალოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.

„რუსეთი არის მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ევროპასა და რუსეთს ჰქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა და ერთმანეთისგან ბევრი ისწავლეს. იყო შთაბეჭდილება, რომ ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა და ჯერ კიდევ ვართ ერთმანეთის მტრები. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი და ნატო არ არიან რუსეთის მტრები და ეს რუსეთმა უნდა გაიგოს. რა თქმა უნდა, ურთულებს რუსეთი სიტუციას ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას - საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. ყველა ქვეყანაში, რომელშიც ადამიანებს სურთ ევროპასთან კარგი ურთიერთობის ქონა და ამ დროს მათ აქვთ ტერიტორიული კონფლიქტები, აუცილებელია ამ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა,“ - ამბობს მერკელი.

დღის ამბები