19 დეკემბერი 2024,   17:52
ვრცლად
„ეს ის ნათელი მაგალითია, როცა ის პოლიტიკურ უსუსურობას ავლენს" - სესიაშვილი პრეზიდენტზე

"პრეზიდენტი პოლიტიკურ უსუსურობას ავლენს" - ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს არ დაასახელებს.

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ცდილობს უმრავლესობას გადააბრალოს, რომ მან საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება ვერ შეძლო.

„ფაქტობრივად მან დაინახა, რომ მის მიმართ ნდობა არ არსებობს, არ არსებობს არც უმრავლესობაში, არც უმცირესობაში, არც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში.

"მან ვერ შეძლო თავის კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება და ერთი კანდიდატის წარდგენა, ის ცდილობს საბაბად მოიყვანოს, რომ თითქოს უმრავლესობა არის მიზეზი, რომ მას არ დაუმტკიცებს და აპრიორი არ წარადგენს. ეს ის ნათელი მაგალითია, როცა ის პოლიტიკურ უსუსურობას ავლენს,“ - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები