19 დეკემბერი 2024,   17:55
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ უნდა წარადგინოს ლეგიტიმაციას მოკლებულმა პრეზიდენტმა - ბეჟაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლოგიკურ უწოდებს.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა უკვე შეასრულა უარყოფითი როლი, როცა ამ თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.

„ამ ვითარებაში ლოგიკური არის, რომ არა ლეგიტიმაციას მოკლებულმა პრეზიდენტმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასდის მან წარადგინოს არამედ, ახალი არჩევნების გზით ხალხის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა მოახდინოს ამ თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატის ნომინირება“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ახალი კონსტიტუციით უზენაესის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს. სწორედ იმ ორგანომ, რომლესაც თავად მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად ასახელებდნენ სასამართლოს პრობლემების სათავედ და კლანური მმართველობის ადგილად.

დღის ამბები