18 მაისი 2024,   03:13
ვრცლად
შეთანხმება გერმანიასთან - გაზსაცავი გერმანული დახმარებით აშენდება

გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში გამართული ბიზნეს-შეხვედრების ერთ-ერთი შედეგი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე შეთანხმებაა.

გაზსაცავი, რომლისთვისაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 150 მილიონ ევროიან სესხს გამოყოფს, სამგორის საბადოს ტერიტორიაზე აშენდება. საცავი 2400 მეტრის სიღრმეზე იქნება და მისი მოცულობა, დაახლოებით, 280 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

მშენებლობის პირველი ფაზა უკვე მომავალი წლიდან დაიწყება და ექსპლუატაციაში 2022 წელს უნდა შევიდეს. მისი ამოქმედება შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზის დასრულებისთვის იგეგმება.

გაზსაცავის აშენებაზე შეთანხმებას გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელი ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მოაწერა.

15-წლიანი ხელშეკრულება შეღავათიან პირობებს გულისხმობს და სახელმწიფო გარანტიებით უზრუნველყოფას არ მოითხოვს. 

დღის ამბები