27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სიმსივნის აგრესიულ ფორმას ებრძოდა, ორი დღის წინ კი მკურნალობა შეწყვიტა.

დონალდ ტრამპის ბრძანებით, შეერთებული შტატების სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. ამერიკელი ხალხი ეროვნული გმირის გარდაცვალებას გლოვობს. 

ჯონ მაკკეინი შეერთებულ შტატებს 60 წელი ემსახურა. ის 1936 წლის 29 აგვისტოს სამხედრო- საზღვაო ადმირალის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სამხედრო-საზღვაო აკადემია და 22 წლის განმავლობაში სამხედრო მფრინავად მსახურობდა, მათ შორის ვიეტნამშიც. ომის გმირმა 5 წელი ტყვეობაში გაატარა. 1982-რ წელს წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს არიზონის შტატიდან, 1986 წლიდან კი სენატის შემადგენლობაშია. 2008 წელს ჯონ მაკკეინი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა. ავადმყოფობის მიუხედავად, ის ხშირად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას და მოსკოვის მიმართ სანქციების გამკაცრებას მოითხოვდა.

 

დღის ამბები