19 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ცხინვალსა და სოხუმში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ცხინვალსა და სოხუმში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. ცხინვალის სტადიონზე მასშტაბური თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება სახელწოდებით "სამხრეთ ოსეთი - მამაცობის ისტორია." ღონისძიებას პირველად დაესწრება რუსეთში სირიის ელჩი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში თარიღის აღსანიშნავად ჩავიდა. რუსეთის 11-კაციან დელეგაციას კი პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობს. ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებიან თვითაღიარებული დონეცკის, ლუგანსკის, მთიანი ყარაბაღისა და ნაურუს წარმომადგენლებიც. საზეიმო ღონისძიებები კონცერტითა და ფოიერვერკებით დასრულდება.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენიტეტის აღიარების დადგენილებას ხელი ომიდან ორი კვირის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს მოაწერა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ოფიციალურმა მოსკოვმა საოკუპაციო რეჟიმებთან 100-ზე მეტი უკანონო ხელშეკრულება გააფორმა.

დღის ამბები